ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ახალ პარლამენტებს ირჩევენ

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ახალ პარლამენტებს ირჩევენ. გამოკითხვების მიხედვით, ბერლინში „მემარცხენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ლიდერობენ, ხოლო მეკლენბურგ-წინა პომერანიაში — „სოციალ-დემოკრატები“ (SPD) და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). უცხოეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა AfD-ის შედეგებს. მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პრემიერმინისტრი მანუელა შვეზიგია.

ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ახალ პარლამენტებს ირჩევენ
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ახალ პარლამენტებს ირჩევენრადიო თავისუფლება

ბერლინში, გამოკითხვებით, „მემარცხენეები“ (Die Linke) და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) ლიდერობენ, ხოლო მეკლენბურგ-წინა პომერანიაში — „სოციალ-დემოკრატები“ (SPD) და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

მეკლენბურგ-წინა პომერანიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს აქვს. პირველად ეძლევათ ხმის მიცემის უფლება 16 და 17 წლის ახალგაზრდებსაც.

კენჭისყრას უცხოეთშიც დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს, სადაც ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით AfD-ის მიერ მიღწეული შედეგია. ამ პარტიამ მეტოქეები, მათ შორის, ქვეყნის მმართველი ქრისტიან-დემოკრატები, მნიშვნელოვანი უპირატესობით დაამარცხა ახლახან საქსონია-ანჰალტში.

გამოკითხვებით, თანაბარ ბრძოლაა მოსალოდნელი პრემიერმინისტრ მანუელა შვეზიგის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა“ (SPD) და AfD-ის შორის. მეკლენბურგ-წინა პომერანიას ამჟამად მართავს კოალიცია, რომელიც შედგება SPD-ისა და „მემარცხენეებისგან“.

ბერლინში, რომელსაც დედაქალაქის გარდა გერმანიის ცალკე მხარის სტატუსიც აქვს, ხმის უფლების მქონეთა რიცხვი 2,5 მილიონს აღწევს. მოსალოდნელია დაძაბული ბრძოლა „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU), რომელიც აქამდე SPD-სთან ერთად მართავდა ქალაქს და „მემარცხენეებს“ შორის.

გარდა ამისა, გერმანიის დედაქალაქში ირჩევენ თორმეტ რაიონულ საკრებულოს (Bezirksverordnetenversammlung). აქ ხმის მიცემის უფლება 2,75 მილიონ ადამიანს აქვს, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა ბერლინში მცხოვრებ ევროკავშირის უცხოელ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ორსავე ფედერალურ მიწაზე საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბერლინში "მემარცხენე პარტია" ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში -"ალტერნატივა გერმანიისთვის" - ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები