პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ციხეში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე პენიტენციურის ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, სასამართლომ 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
ნეტგაზეთი

დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პენიტენციურის მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-10000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, გადახდისთვის კი 20 დღის ვადა მიეცათ.

10 000-ლარიან გირაოს თავად პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარემ ალტერნატივად 3000 ლარი წამოაყენა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი პატარიძეს, პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, ედავებიან 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას კი ედავებიან 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს (ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).

რამდენიმე საათით ადრე განიხილა სასამართლომ დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე კრიმინალური ავტორიტეტებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. ისინი სხვა საქმეების ფარგლებში ისედაც პატიმრობაში იმყოფებიან.

დავით ფეიქრიშვილის ციხეში ცემის ფაქტზე 13 ნოემბერს წარედგინა ბრალი სულ 7 ადამიანს: პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს, გიორგი პატარიძეს; გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას; ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად „კაწრო“).

პროკურატურის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის „თხოვნა“ გაითვალისწინეს პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილმა დირექტორებმა, როცა ფეიქრიშვილთან საკანში ბრალდებულები შეასახლეს, რომლებიც შემდეგ ფეიქრიშვილზე დღეების განმავლობაში ძალადობდნენ.

ადვოკატი და ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები 3 კვირის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ დავით ფეიქრიშვილს საკანში სცემდნენ და ამაში მონაწილეობდნენ პენიტენციური სამსახურისა და ციხის ხელმძღვანელები. მხოლოდ 3 კვირის შემდეგ დაადასტურა ეს პროკურატურამ. მანამდე ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა პენიტენციური სამსახური.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე „ავტორიტეტებად“ მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, 15 ოქტომბერს დააკავეს რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე. ამ საქმეზე მათთან ერთად დააკავეს შოთა ყიფიანიც.

აღსანიშნავია, რომ ვატო ყიფიანი წარსულში ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის დაგეგმვაში იყო ბრალდებული. კერძოდ, 2020 წელს სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამსახურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. პროკურატურის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგმავ­და. აღნიშნულ საქმეზე ყიფიანი 2021 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინიდან საქართველოში გამოაძევეს. თუმცა ვატო ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მან ციხე დატოვა, ვინაიდან სასამართლომ ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მცდელობაში ყიფიანის ბრალეულობა ვერ დაადგინა.

ისედაც პატიმრობაში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხეში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

19 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 11ნეიტრალური 6
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  3. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  4. TV პირველიოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  5. ალიაოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
  9. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ
  10. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  13. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  14. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  15. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრის ცემის საქმეზე 10 000 ლარის გირაო...
  16. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  17. იმედინიუსისამთავრობოდავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  18. ალიაოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  19. TV პირველიოპოზიციურიპატარიძე/ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ ფეიქრიშვილს საკანში კონკრეტული პატიმრები ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფეიქრიშვილის ცემის საქმე - ბრალდებულები, მათ შორის „კაწრო“ და ყიფიანი პირველ სხდომაზე არ მივიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები