პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოიუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელების, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორის, რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი.

დღევანდელ პროცესზე უნდა განიხილონ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თუ რომელ სახეობას გამოიყენებს სასამართლო.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ორივე მათგანის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  3. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  4. TV პირველიოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  5. ალიაოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
  8. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები