ციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესა და №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე - პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი (თითოს 10 000) გირაო შეეფარდათ .
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
პატარიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.
10 000 ლარიან გირაოს პატარიძის და ფირცხალავას მიმართ პროკურატურა ითხოვდა, ბრალდებულების დაცვის ხმარემ კი 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
19 სტატიაციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
პროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
პროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
პროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
ციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ
ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
პენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრის ცემის საქმეზე 10 000 ლარის გირაო...
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
პატარიძე/ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ ფეიქრიშვილს საკანში კონკრეტული პატიმრები ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…