პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

15 ნოემბრის თბილისში, თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერია

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 15 ნოემბერს ჭოველიძის ასახვევსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რის გამოც დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

15 ნოემბრის თბილისში, თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
ინტერპრესნიუსი

თბილისის მერიის განცხადებით, შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება.

როგორც თბილისის მერია განმარტავს, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

„შეზღუდვის დროს, ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15-16 ნოემბერს საავტომობილო შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
  2. ფორმულაოპოზიციურირეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის მერია - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები