პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლო პენიტენციურის ყოფილ შეფ გიორგი პატარიძისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროკურატურა მათთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვს.

ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
TV პირველი

პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონიძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს - სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს დაეწერა.

პროკურატურა პროცესზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ სასამართლოზე პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით არ შევა.

ბრალდების მხარემ თქვა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვენ.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  3. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  4. ალიაოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები