პროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
პროკურატურა დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნების, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული, პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძისა და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
სასამართლო პროცესის ჩატარების დრო, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, უცნობია.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამავე საქმეზე უკვე შეეფარდათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება .რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
ცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
პროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
პროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…