პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

იუსტიციის სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ინტერპრესნიუსი

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის განმარტებით, გიორგი პატარიძის მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე, ასევე მოწმედ გამოსაკითხ პირთა მიმართ ზემოქმედების განხორციელებას საფრთხე არსებობს. ამასთან, ყულჯანიშვილის თქმით, მოსალოდნელი სასჯელის შიშით, მიმალვის საფრთხე არსებობს.

იგივე საფუძვლებზე ისაუბრა პროკურორმა მეორე ბრალდებულის, რამაზ ფირცხალავას მიმართაც.

ყულჯანიშვილის თქმით, გირაომ უნდა უზრუნველყოს მითითებული საფრთხეების აღმოფხვრა.

ბრალდების მხარე ბრალდებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს.

ბრალდებულების ადვოკატი ირმა ბრელიძე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სასამართლომ გირაო არ უნდა გამოიყენოს. ადვოკატი მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

ბრელიძის თქმით, ბრალდებულების მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულის პიროვნებები არ იმსახურებს, აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახეობა იყოს გამოყენებული.

ბრელიძემ სასამართლოს ალტერნატივის სახით 3000-3000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

19 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 12ნეიტრალური 5
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  3. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  4. TV პირველიოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  5. ალიაოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
  9. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ
  10. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა
  12. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  13. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  14. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
  15. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრის ცემის საქმეზე 10 000 ლარის გირაო...
  16. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  17. იმედინიუსისამთავრობოდავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  18. ალიაოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  19. TV პირველიოპოზიციურიპატარიძე/ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ ფეიქრიშვილს საკანში კონკრეტული პატიმრები ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი პატარიძის და რამაზ ფირცხალავას ადვოკატი - ბრალდება ეფუძნება გარემოებას, რომ ერთ საკანში მოთავსდა მსჯავრდებული და ბრალდებული, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი და ეს გამოწვევა გადატვირთულობაზე სახალხო დამცველმაც დააფიქსირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები