პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ფეიქრიშვილზე გლდანის ციხეში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმე - პროკურატურამ ბრალდებულთა ვინაობა და გამოძიების დეტალები გაასაჯაროვა

საქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

პროკურატურამ გლდანის ციხეში დავით ფეიქრიშვილზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმე გახსნა და 7 პირს, მათ შორის პენიტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორ გიორგი პატარიძესა და მე-8 ციხის ყოფილ ხელმძღვანელ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა.

გლდანის ციხე, 16 ოქტომბერი - დავით ფეიქრიშვილის საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტი ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, შოთა ყიფიანი, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე შეასახლეს. მათ ფეიქრიშვილზე ფიზიკურად იძალადეს. ჯგუფური ანგარიშსწორება 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 4 დღის განმავლობაში მიყენებულმა მრავალრიცხოვანმა დაზიანებებმა დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

პროკურატურამ დღეს გახმაურებული საქმის დეტალები და გამოძიების შედეგები გაასაჯაროვა. დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირების ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია.

7 ბრალდებულიდან ორი ყოფილი მაღალჩინოსანია. ბრალდებულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი დირექტორი გიორგი პატარიძე და მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა. ირკვევა, რომ მათ პენიტენციური კოდექსი და სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დებულება დაარღვიეს. როგორ აღმოჩნდნენ წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ერთ საკანში, ამ კითხვას გამოძიებამ პასუხი გასცა.

დავით ფეიქრიშვილის საკანში ბრალდებულები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის თხოვნით, გიორგი პატარიძის მითითებითა და გლდანის ციხის იმჟამინდელი დირექტორის გადაწყვეტილებით შევიდნენ.

გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა დაკავებულები არ არიან. წარდგენილ ბრალდებაზე მათი პოზიციის გასაგებად, "კურიერი" ყოფილი მაღალჩინოსნების საცხოვრებელ მისამართებზე მივიდა, თუმცა კარი არავინ გააღო.

დანაშაული, რომელსაც გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას გამოძიება ედავება, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვატო ყიფიანის, იგივე ვახტანგ ჟვანიას, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას მიმართ წარდგენილი ახალი ბრალი კი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა. ე.წ. მატროსოვის ციხეში მასთან დღეს გამომძიებელი შევიდა და სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა.

რაც შეეხება ბრალდებულებს, მათი პოზიცია ნაწილობრივ ცნობილია. ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, ბრალს არ ეთანხმება.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. კონკრეტული ღონისძიებები დღეს დილიდან ქსნის ციხეშიც მიმდინარეობდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი არიან მოთავსებული.

საქმის ახალ გარემოებებზე გამოძიება შედეგებს პერიოდულად გაასაჯაროებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებები შეუცვალეს. ძმები ფეიქრიშვილები ე.წ. მატროსოვის ციხეში არიან გადაყვანილი, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი კი ქსნის მე-10 დაწესებულებაში იმყოფებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

18 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 10ნეიტრალური 4
  1. ფორმულაოპოზიციურიბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
  2. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
  4. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
  7. TV პირველიოპოზიციურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
  9. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
  10. POSTVსამთავრობოპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა მიიღო 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით
  12. ბათუმელებიოპოზიციურიფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა
  13. TV პირველიოპოზიციურიციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან
  14. ალიაოპოზიციური“4 დღე სცემდნენ” – პროკურატურის სკანდალური ბრიფინგის დეტალები
  15. ინტერპრესნიუსინეიტრალურიძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
  16. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს
  17. TV პირველიოპოზიციურიძმებ ფეიქრიშვილებს, "კაწროს" და ვატო ყიფიანს საპატიმროები შეუცვალეს - ვინ რომელ ციხეშია გადაყვანილი
  18. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე, რომლის გამოც დღეს ბრალდება პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს წარედგინათ, დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუღიათ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბრალს, რომელიც საკანში დავით ფეიქრიშვილზე ფიზიკურ ძალადობას უკავშირდება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები