პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს, ურჩევს „ტონს დაუწიოს“ და ბრიუსელს საქართველოში „ძალადობის მფარველობაში“ ადანაშაულებს.

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
ინტერპრესნიუსი

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა, პირველი რეკომენდაცია რაც მე მას მინდა მივცე, ტონს დაუწიოს - აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ესაუბრებოდეს და ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, ტონს დაუწიოს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით გუშინდელ ბრიფინგზე ჰერჩინსკი გაბრაზებით და პრეტენზიებით საუბრობდა, მისივე თქმით სტუმარი მასპინძელს ამ ტონით არ ესაუბრება.

„ამ ტონის ნაწილი იყო ისიც გუშინ რომ თქვა, რაზე უნდა გვქონდეს საუბარი „დიფს-თეითზე“ თუ „გლობალური ომის პარტიაზეო“ .

აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი?

ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა საქართველო თავის წარსულს უბრუნდებაო, ამაზე უნდა გვქონდეს საუბარი?

2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით რომ მივიდა და ეუბნებოდა სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? კვდებოდა თუ არა? გავიდა 4 წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს. ასე რომ, ელჩს ვურჩევდი, რომ ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე როგორც ეს ეკადრება დიპლომატს,“- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით მან ჰერჩინსკის ბრიფინგამდე მოუწოდა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს „პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი დაეგმო“ , მისივე თქმით ჰერჩინსკი ზოგადი ფრაზებით საუბრობდა.

„ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი, ბატონი ჰერჩინსკი რატომ არ ამბობს კონკრეტულად, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას - ეს წინადადება მას არ უთქვამს არც ერთხელ, მას არც ერთხელ კონკრეტულად ეს დანაშაული არ დაუგმია.

იცით რატომ არ დაუგმია? რა მომენტშიც დაგმობს ამ ძალადობას ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში ჩართული ადამიანები თვითნებურად დაკავებულები არიან.

ბატონი ჰერჩინსკი დღემდე წარმოადგენს ბრიუსელს, ის და ბრიუსელი დღემდე არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის მფარველები და გამმართლებლები.

რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულებს, ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, მაგრამ ის არ აპირებს გვითხრას, ვინ არის თვითნებურად დაკავებული, ერთი მხრივ ის მოგვიწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ, როდესაც ვეკითხებით ვინ? ის არ პასუხობს.

დღეს სასჯელს იხდის სამი ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და აპირებდნენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას. აი, ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი გვარი რომ ამოვიკითხოთ, ხომ მორჩება და ყველა გაიგებს რომ ბრიუსელი საქართველოში ძალადობის მფარველია, ამიტომ ის ამას არ ამბობს.

აქ ჩვენ უნდა დავსვათ წერტილი, ან ბატონი ჰერჩინსკი წარმოადგენს სიას, თუ ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულად, ან ჩავთვლით, რომ ისინი კიდევ ერთხელ არიან მოძალადეების მფარველები და ბატონი ჰერჩინსკიც არის მოძალადეების მფარველი.

მან არაერთხელ დაადასტურა ის რომ ის მოძალადეებს ხვდება, მოძალადეს აფინანსებს, სიძულვილის ენის გამავრცელებლებს აფინანსებს და მათ დაკრულზე ცეკვავს და ფულს იხდის. ქირაობს ადამიანებს , რომლებიც ვერბალურად ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე. ასე რომ არ იქნება სია, არ იქნება ჰერჩინსკის განხილვა როგორც მოძალადეების არამხარდამჭერი. პირიქით ის განიხილება როგორც მოძალადეების მხარდამჭერი.

თუ ვინმეს სჭირდება აუხსნას რა არის ევროპა, აუხსნას მის გარშემო ადამიანებს, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს და თუ ეს ბრიუსელის გემოვნებაში არ ჯდება სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ, ხომ შეაჩერეს? გავიგეთ და რატომ ბრაზობენ ეს ვერ გამიგია“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
  3. TV პირველიოპოზიციურიტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
  4. რუსთავი 2სამთავრობოეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
  5. BM.GEოპოზიციურიპირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
  6. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
  7. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
  8. ალიაოპოზიციური“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურივურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ტონის ნაწილი იყო ისიც გუშინ რომ თქვა, რაზე უნდა გვქონდეს საუბარი „დიფს-თეითზე“ თუ „გლობალური ომის პარტიაზეო“ . აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა საქართველო თავის წარსულს უბრუნდებაო, ამაზე უნდა გვქონდეს საუბარი? 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით რომ მივიდა და ეუბნებოდა სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? კვდებოდა თუ არა? გავიდა 4 წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს. ასე რომ, ელჩს ვურჩევდი, რომ ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე როგორც ეს ეკადრება დიპლომატს,“
შალვა პაპუაშვილი
„ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პასუხი, ბატონი ჰერჩინსკი რატომ არ ამბობს კონკრეტულად, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას - ეს წინადადება მას არ უთქვამს არც ერთხელ, მას არც ერთხელ კონკრეტულად ეს დანაშაული არ დაუგმია. იცით რატომ არ დაუგმია? რა მომენტშიც დაგმობს ამ ძალადობას ვეღარ იტყვის, რომ ამ ძალადობაში ჩართული ადამიანები თვითნებურად დაკავებულები არიან. ბატონი ჰერჩინსკი დღემდე წარმოადგენს ბრიუსელს, ის და ბრიუსელი დღემდე არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის მფარველები და გამმართლებლები. რაც შეეხება თვითნებურად დაკავებულებს, ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, მაგრამ ის არ აპირებს გვითხრას, ვინ არის თვითნებურად დაკავებული, ერთი მხრივ ის მოგვიწოდებს, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ, როდესაც ვეკითხებით ვინ? ის არ პასუხობს. დღეს სასჯელს იხდის სამი ადამიანი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას და აპირებდნენ პოლიციელების ცოცხლად დაწვას. აი, ამ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი გვარი რომ ამოვიკითხოთ, ხომ მორჩება და ყველა გაიგებს რომ ბრიუსელი საქართველოში ძალადობის მფარველია, ამიტომ ის ამას არ ამბობს. აქ ჩვენ უნდა დავსვათ წერტილი, ან ბატონი ჰერჩინსკი წარმოადგენს სიას, თუ ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულად, ან ჩავთვლით, რომ ისინი კიდევ ერთხელ არიან მოძალადეების მფარველები და ბატონი ჰერჩინსკიც არის მოძალადეების მფარველი. მან არაერთხელ დაადასტურა ის რომ ის მოძალადეებს ხვდება, მოძალადეს აფინანსებს, სიძულვილის ენის გამავრცელებლებს აფინანსებს და მათ დაკრულზე ცეკვავს და ფულს იხდის. ქირაობს ადამიანებს , რომლებიც ვერბალურად ძალადობენ საქართველოს მოსახლეობაზე. ასე რომ არ იქნება სია, არ იქნება ჰერჩინსკის განხილვა როგორც მოძალადეების არამხარდამჭერი. პირიქით ის განიხილება როგორც მოძალადეების მხარდამჭერი. თუ ვინმეს სჭირდება აუხსნას რა არის ევროპა, აუხსნას მის გარშემო ადამიანებს, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს და თუ ეს ბრიუსელის გემოვნებაში არ ჯდება სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ, ხომ შეაჩერეს? გავიგეთ და რატომ ბრაზობენ ეს ვერ გამიგია“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: “საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები