პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მოუწოდა, „ტონს დაუწიოს“, „აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს“ და საქართველოს ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება.

"პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა ბატონ ჰერჩინსკის მივცე, ტონს დაუწიოს. ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს", - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის პასუხობს.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადებები 4 ნოემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა.

"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას, აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს, ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს.

ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული საუბარი, პრეტენზიებით საუბარი. საერთოდ ეს რა წესი არის, რომ სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება, ის ვერ მიხვდა ალბათ ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება - ეს ერთი.

მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გქონდეს დიალოგიო, იმ გლობალური ომის პარტიაზე, "დიფსტეიტზე" უნდა გქონდესო, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხო ნახეთ ეს გუშინ და აბა რაზე უნდა გქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. სერიოზულად? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი რომ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? თუ ჰერჩისკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდება, სერიოზულად? ამაზე უნდა საუბარი, ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა 4 წელი და ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან. სერიოზულად? ამაზე უნდა დიალოგი?

ასე რომ, ამ აგდებულ ტონს, მე ვურჩევდი ბატონ ელჩს, ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
  3. TV პირველიოპოზიციურიტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
  4. BM.GEოპოზიციურიპირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
  5. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
  6. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
  7. ალიაოპოზიციური“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურივურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა ბატონ ჰერჩინსკის მივცე, ტონს დაუწიოს. ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს“
შალვა პაპუაშვილი
„უნდა გქონდესო, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხო ნახეთ ეს გუშინ და აბა რაზე უნდა გქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. სერიოზულად? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი რომ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? თუ ჰერჩისკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდება, სერიოზულად? ამაზე უნდა საუბარი, ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა, სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი კვდებოდა თუ არ კვდებოდა? გავიდა 4 წელი და ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს მართავს ლამის ციხიდან. სერიოზულად? ამაზე უნდა დიალოგი? ასე რომ, ამ აგდებულ ტონს, მე ვურჩევდი ბატონ ელჩს, ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: “საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები