ვურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის „ტონის დაწევა“ და „აგდებული ტონის საელჩოში დატოვება“ ურჩია. მისი განცხადებით, დიპლომატი ხელისუფლებას აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით არ უნდა ესაუბრებოდეს.

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის „რეკომენდაციას აძლევს“, რომ „ტონს დაუწიოს“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გაღიზიანება ელჩის გუშინდელმა პრესკონფერენციამ გამოიწვია, რომელიც 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშის ეხებოდა.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა და პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, ტონს დაუწიოს“, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილი გამოეხმაურა ელჩის პასუხს დიალოგთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.
ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა.
„მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო, გლობალურ ომის პარტიაზეო, „დიპ სთეითზეო“, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი. მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად?! ამაზე უნდა დიალოგი გვქონდეს, რომ აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ამაზე უნდა დიალოგი? თუ ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულ უბრუნდება, სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი?“ – თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ელჩს „ურჩია“, რომ „აგდებული ტონი“ საელჩოში დატოვოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
ტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
შალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
ციტატები სტატიიდან
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი და რაღაც რეკომენდაციებზე საუბრობდა და პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა მე მას მივცე, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია, ტონს დაუწიოს“
„მეორე, ამ ტონის ნაწილი იყო, გუშინ თქვა, რომ რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო, გლობალურ ომის პარტიაზეო, „დიპ სთეითზეო“, სერიოზულად გულისხმობთ ამასო?! ხომ ნახეთ ეს გუშინ. აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი. მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად?! ამაზე უნდა დიალოგი გვქონდეს, რომ აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ამაზე უნდა დიალოგი? თუ ჰერჩინსკიმ რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულ უბრუნდება, სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა დიალოგი, რომ მივიდა 2022 თუ 2023 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით, რომ ეუბნებოდა სააკაშვილი კვდებაო, ამაზე უნდა დიალოგი?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…