პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს დაბალ დონეზე მიწვევას „ბრიუსელის ბიუროკრატიის წვრილმან შურისძიებას“ უწოდებს. მისი თქმით, ევროკავშირი ქვეყნის დაზიანების კურსზეა, ხოლო ელჩ პაველ ჰერჩინსკისგან 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დაგმობას მოითხოვს.

შალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”
POSTV

“რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ესეც არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველო დაკავშირებადობის მინისტერიალზე დაბალ დიპლომატიურ დონეზეა მიწვეული.

„ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ამ წვრილმანი პწკენებითა და შურისძიებებით ბოლოს თვითონვე მარცხდებიან, თვითონვე ზარალდებიან, ეკონომიკურადაც თვითონვე ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონვე ზიანდებიან.

საქართველო პოლიტიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაც და ისე იმოქმედონ?!

სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად.

ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის ელჩმა დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს მისგან. მანამ, სანამ პაველ ჰერჩინსკის განცხადებიდან ამ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერად, მიმჩქმალავად და ამ მოძალადეების ხელის დამფარებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა წვრილმანი შურისძიებაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - შალვა პაპუაშვილი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა არის წვრილმანი შურისძიება, რაც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - ამ პწკენებით თვითონ აგებენ, ზიანდებიან, საქართველო კი ძლიერდება
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები