შალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მოუწოდა, „ტონს დაუწიოს“ და „აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს“. მისი თქმით, დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით არ უნდა ელაპარაკებოდეს.

„საქართველო ამერიკაა, ჩინეთია თუ სად არის? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, თუ რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
“ჩვენ ვართ ევროპა, ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ ჯდება, ეს სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ! ხომ შეაჩერეს? გავიგეთ! მაგრამ რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გავიგეთ.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია — ტონს დაუწიოს.
გუშინ ვნახეთ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება.
ამ ტონის ნაწილი იყო ისიც, რომ გუშინ თქვა: რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — გლობალური ომის პარტიაზე და „დიფ სთეითზეო?! სერიოზულად გულისხმობთ ამასო?
აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, სერიოზულად ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ეს არის? ამაზე უნდა დიალოგი? თუ იმაზე, რომ მან თქვა, – საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი?!
რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, – სააკაშვილი კვდებაო? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — კვდებოდა თუ არა?! გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს.
ასე რომ, მე ვურჩევდი ელჩს, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
ტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
ვურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
ციტატები სტატიიდან
„დიფ სთეითზეო?! სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, სერიოზულად ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ეს არის? ამაზე უნდა დიალოგი? თუ იმაზე, რომ მან თქვა, – საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი?! რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, – სააკაშვილი კვდებაო? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — კვდებოდა თუ არა?! გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს. ასე რომ, მე ვურჩევდი ელჩს, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…