შალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩ პაველ ჰერჩინსკის „ტონის დაწევა“ ურჩია და განაცხადა, რომ აკრედიტებული დიპლომატი საქართველოს ხელისუფლებას აგრესიული და დამრიგებლური ტონით არ უნდა ელაპარაკებოდეს.

ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს.
„საქართველო ამერიკაა, ჩინეთია თუ სად არის? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის რაღაც ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს.
ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ ჯდება, ეს სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ! ხომ შეაჩერეს? გავიგეთ! მაგრამ რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გავიგეთ.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია - ტონს დაუწიოს.
ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიაშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
ტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
ეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
ვურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
ციტატები სტატიიდან
„საქართველო ამერიკაა, ჩინეთია თუ სად არის? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის რაღაც ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ ჯდება, ეს სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ! ხომ შეაჩერეს? გავიგეთ! მაგრამ რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გავიგეთ. გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია - ტონს დაუწიოს. ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…