პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე

ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ბრიუსელი საქართველოში ძალადობისა და 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელების მფარველობაში დაადანაშაულა და ელჩს ტონის დაწევისკენ მოუწოდა.

“ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები”– პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
ალია

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის განცხადებას პასუხობს და ამბობს:

პირველ რეკომენდაცია, რაც მე მინდა მას მივცე, ტონს დაუწიოს. აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტირებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს. ამ ტონის ნაწილი იყო, როცა გუშინ თქვა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო – “დიფსთეითისა” და გლობალური ომის პარტიაზეო? სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად? ამაზე უნდა რომ დიალოგი გვქონდეს, რუსეთმა გაიმარჯვა თუ არ გაიმარჯვა, ამაზე უნდა დიალოგი? თუ მან რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? ამაზე უნდა დიალოდი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა ? ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს. ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელების მფარველები და გამმართლებლები.

ან ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი წარმოადგენს სიას, ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულებად ან ჩავთვლით და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი არიან მოძალადეების მფარველები და ბატონი ჰერჩინსკი რომ არის მოძალადეების მფარველი, ეს არაერთხელ დაადასტურა.

კომპლექსები უნდა მოვიცილოთ, ჩვენ დემოკრატია არავისგან არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლინეთშ აქვს გატარებული. არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში არის არის გაზრდილი, არ გევსწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტურ იუგოსლავიაშია გაზრდილი. პოსტ-საბჭოთა და სოციალურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემორკატია?

როცა ჰერჩინსკის არ მოსწონს საბჭოთა კავშირთან შედარება, ისე იქცევიან, რომ საბჭოთა კავშირს უსწორებენ თავს “, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან “დიფსთეითისა” და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს”? – ამ კითხვით მიმართა გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ “ოცნების” ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს.

ბატონი ირაკლი კობახიძის ევრონიუსთან ინტერვიუს მოსმენის დროს, მე ვიგრძენი, რომ ეს იყო პოზიტიური, ის ახსენებდა დიალოგსა და დიალოგს. როგორც ევროკავშირის წევრები, ჩვენ ამას მხარს ვჭერთ. პრობლემა არის ის, რომ გასული წლის განმავლობაში მმართველი პარტიამ ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დააცარიელა. არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულები. არის წნეხი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. არის მუქარა ოპოზიციის აკრძალვის. არის გაშავების და საწინაააღმდეგო აგიტაცია ევროკავსირის წინააღმდეგ. რას მოელით ევროკავშრისგან, რაზე უნდა ვისაუბროთ? თქვენ მოელით, რომ ევროკავშირის სერიოზული წამრომადგენლები ისაუბრებენ “დიფსთეითის” განსაზღვრებაზე? მართლა მოელით, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვისაუბრებთ? მართლა მოელით, რომ ჩვენ ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის განსხვავებაზე ვისაუბრებთ?ეს გაშავების პროპაგანდა უნდა გაჩერდეს, რათა მივიღოთ დიალოგი”,- განაცხადა ჰერჩინსკიმ

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატს
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
  3. TV პირველიოპოზიციურიტონს დაუწიოს! - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე
  4. რუსთავი 2სამთავრობოეს აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეს ეკადრება დიპლომატს - შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
  5. BM.GEოპოზიციურიპირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
  6. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს. ჩვენ ვართ ევროპა და ვიღებთ ევროპულ კანონებს
  7. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება”
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე - ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს - აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში და ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც დიპლომატს ეკადრება
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურივურჩევდი, აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს – პაპუაშვილი ჰერჩინსკის
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: “ან ბატონი ჰერჩინკსი და ბრიუსელი წარმოადგენენ სიას, ვის მიიჩნევენ თვითნებურად დაკავებულებად, ან კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი მოძალადეების მფარველები არიან”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები