კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოპოვება სურთ. მან ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის თანამონაწილეობაშიც დაადანაშაულა.
მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციით, კონსტიტუციის მიხედვით, ანუ ქართველი ხალხის ნების მიხედვით და პროცედურებით, არამედ დანიშნონ უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბრიუსელის ზოგიერთ ბიოროკრატს საქართველოს სასამართლოზე პირდაპიპი გავლენის მოპოვება სურს, რაც ამ ანგარიშში ასახული მოთხოვნებით კიდევ ერთხელ გამჟღავნდა.
"რაც შეეხება სასამართლოებს. კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციით, კონსტიტუციის მიხედვით, ანუ ქართველი ხალხის ნების მიხედვით და პროცედურებით, არამედ დანიშნოს უცხოელებმა. ანუ რასა იუკნევიჩიანეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. რისთვის უნდათ? იმისთვის უნდათ ეს, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს, იმიტომ, რომ როგორც კი ჩავარდება ბრიუსელის ხელში საქართველოს მართლმსაჯულება, არც ერთ მოძალადეს ისინი არ გაასამართლებენ და ყველა მოძალადეს გაამართლებენ. აი ეს არის სინამდვილეში ის ძალიან უხეში სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ნოტაციები გვიკითხოს კიდევ ერთხელ პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმმართველმა ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს ქართველ ხალხს, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას. რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც, ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ როდესაც ის მანამდე თვეში რამდენჯერმე ლამის ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა და ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების შემოწმება უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოხდეს.
ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით: „ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“
„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილი: “გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”
შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ ის მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
ციტატები სტატიიდან
„რაც შეეხება სასამართლოებს. კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა. ამისთვის ითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები დაინიშნონ არა ჩვენი კონსტიტუციით, კონსტიტუციის მიხედვით, ანუ ქართველი ხალხის ნების მიხედვით და პროცედურებით, არამედ დანიშნოს უცხოელებმა. ანუ რასა იუკნევიჩიანეს ტიპის ადამიანმა ჩვენ უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები. რისთვის უნდათ? იმისთვის უნდათ ეს, რომ მომავალში არცერთმა მოძალადემ პასუხი აღარ აგოს, იმიტომ, რომ როგორც კი ჩავარდება ბრიუსელის ხელში საქართველოს მართლმსაჯულება, არც ერთ მოძალადეს ისინი არ გაასამართლებენ და ყველა მოძალადეს გაამართლებენ. აი ეს არის სინამდვილეში ის ძალიან უხეში სიმართლე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ნოტაციები გვიკითხოს კიდევ ერთხელ პაველ ჰერჩინსკიმ, როგორც მთავარმმართველმა ქართველ ხალხს და ჭკუა გვასწავლოს ქართველ ხალხს, ისაუბროს იმაზე, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას, რატომ აფინანსებდა ევროკავშირი ძალადობას და "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას. რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც, ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ როდესაც ის მანამდე თვეში რამდენჯერმე ლამის ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა და ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა“
„კამპანიას. რატომ არ გმობს დღემდე ძალადობას, რატომ ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც, ადამიანი აქ არის სტუმრად, ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს, მაშინ როდესაც ის მანამდე თვეში რამდენჯერმე ლამის ხვდებოდა სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტის შტანდარტის მიმთვისებელს და ამით ქმნიდა ვიზუალურ აღქმას, თითქოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და არა მიხეილ ყაველაშვილი. ასე რომ, მისი თანამონაწილეობაც არის, რა თქმა უნდა და მისი დაუდევრობა და ამ საკითხში, რომ პრეზიდენტის სასახლეზე მოხდა თავდასხმა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…