პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი: GDI-მ თითქმის, ყველა მსხვილი კონსერვატიული საინფორმაციო გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რათა მათი ბიზნესი ფინანსურად გაენადგურებინა

მაიკ ბენცის განცხადებით, GDI-მ თითქმის ყველა მსხვილი კონსერვატიული გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რითაც მათ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი დააკარგვინა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი: GDI-მ თითქმის, ყველა მსხვილი კონსერვატიული საინფორმაციო გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რათა მათი ბიზნესი ფინანსურად გაენადგურებინა
იმედინიუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი სოციალურ ქსელში USAID-ისა და Global Disinformation Index-ის (GDI) საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„GDI-მ თითქმის, ყველა მსხვილი კონსერვატიული საინფორმაციო გამოცემა სარეკლამო შავ სიაში შეიყვანა, რათა მათი ბიზნესი ფინანსურად გაენადგურებინა. GDI-მ იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც მისთვის არასასურველ ნარატივებს ავრცელებდნენ, 200 მილიონი დოლარის სარეკლამო შემოსავალი დააკარგვინა. GDI-ს შეერთებული შტატების სადაზვერვო თანამეგობრობამ USAID-სთან რეკომენდაცია გაუწია”, - წერს მაიკ ბენცი.

USAID-ის საქმიანობის შესახებ New York Post-ის გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ USAID Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებსაიტების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა. აქვე საუბარია ბრიტანული ორგანიზაცია Global Disinformation Index-ის (GDI) საქმიანობაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
New York Post: აშშ-ის ადმინისტრაციამ USAID-ის შიდა დოკუმენტები გამოაქვეყნა - მასალების მიხედვით, ბაიდენის ხელისუფლების დროს სააგენტო სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობდა პოსტების წასაშლელად და უცხოური მედიასაშუალებების პლატფორმებიდან გასაძევებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები