ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი: წლების განმავლობაში USAID ამტკიცებდა, რომ სოციალურ პლატფორმებზე ცენზურას არ ახორციელებდა. თუმცა, ახლად გასაჯაროებული შიდა ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტები აჩვენებს, რომ უწყება უშუალოდ ითხოვდა კონტენტის ცენზურას
ჟურნალისტ მაიკლ შელენბერგერის განცხადებით, გასაჯაროებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ USAID სოციალურ პლატფორმებზე კონტენტის ცენზურას უშუალოდ ითხოვდა.

ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ცენზურაზე ამახვილებს ყურადღებას.
„წლების განმავლობაში USAID ამტკიცებდა, რომ სოციალურ პლატფორმებზე ცენზურას არ ახორციელებდა. თუმცა, ახლად გასაჯაროებული შიდა ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტები აჩვენებს, რომ უწყება უშუალოდ ითხოვდა კონტენტის ცენზურას”, - წერს ჟურნალისტი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ფაილების ერთ ნაწილში საუბარია სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების როლზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ანგარიშების გაუქმების პროცესში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…