„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას „კულტურა და შეგნება არ აქვს“, რადგან პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარი თავდასხმა არ დაგმო. პაპუაშვილის შეფასებით, ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე თავდასხმისთვის გამოყენებული პოლიტიკური კომუნიკეა.
![„ერთხელაც არ მოიკითხა პრეზიდენტი [ყაველაშვილი] ... კულტურა და შეგნება არ აქვს“ - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე](/thumb/180766-960-ab140b65.webp)
შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა, არის „ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე“, რომელიც საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.
მისი თქმით, ანგარიშში არაფერი ახალი არ წერია, რადგან ბრიუსელს საქართველოს მიმართ „ბოიკოტი აქვს გამოცხადებული“ და მსგავსი დოკუმენტის შედგენა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეუძლებელია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროკავშირის ელჩის დაგეგმილ ბრიფინგზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ჰერჩინსკისგან აინტერესებს, გმობს თუ არა იგი 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ ძალადობას.
„დღეს არის 4 ნოემბერი. 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მან თავდასხმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
„ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც ადამიანი აქ არის სტუმრად, ის ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს“.
მისი თქმით, სანამ ევროკავშირის ბიუროკრატია არსებულ რიტორიკას არ შეცვლის, ხელისუფლებას მათთან „რაიმე სალაპარაკო ძნელად ექნება“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ საქართველოზე თავდასასხმელად გამოიყენა - შალვა პაპუაშვილი
კიდევ ერთხელ დავინახეთ სინამდვილეში რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში. მათ უნდათ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა - შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშზე
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით: „ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის; ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“
შალვა პაპუაშვილი: “გვინდა მოვისმინოთ ბატონი ელჩისგან, ნაცვლად იმისა, რომ დღეს ბრიფინგიდან მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს ქართველ ხალხს, აგვიხსნას, 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რა იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდე არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის”
შალვა პაპუაშვილი - რატომ არ მივიდა პაველ ჰერჩინსკი პრეზიდენტთან, რომ ეკითხა, თავდასხმის შემდეგ, რა ზიანი მიადგა სასახლეს? იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ ის მოიკითხოს - ჭკუის სწავლების ნაცვლად ისაუბროს, რატომ უჭერდა მხარს ძალადობას!
ციტატები სტატიიდან
„დღეს არის 4 ნოემბერი. 13 თვე გავიდა ზუსტად 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას, დღემდე ევროკავშირის ელჩს არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი ითხოვს მოძალადეების გათავისუფლებას,“
„ერთხელაც არ მოიკითხა საქართველოს პრეზიდენტი, ერთხელაც არ მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან, რომ ის მაინც ეკითხა, როგორ არის და სასახლეზე თავდასხმის შემდეგ რა ზიანი მიადგა თუნდაც შენობას და სასახლეს. ერთხელ მაინც ადამიანი აქ არის სტუმრად, ის ჩვენი ქვეყნის სტუმარი არის და იმდენი კულტურა და შეგნება არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოიკითხოს მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს“
„რაიმე სალაპარაკო ძნელად ექნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…