შალვა პაპუაშვილი - ბატონმა ჰერჩინსკიმ კარგად გაიგოს, რომ სანამ მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, არ დავუშვებთ, რომ მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს - დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარეა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოში მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს. მისი მტკიცებით, ბრიუსელს სასამართლოზე კონტროლის მოპოვება და ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა სურს.

ჰერჩინსკისთვისაც და კიდევ არაერთისთვის ბრიუსელიდან არაერთხელ მითქვამს, ინგლისურად თუ ვერ გაიგეს, ქართულს კი სწავლობენ ნელ-ნელა და იქნებ ქართულად გაიგონ - სანამ პირადად მე ვარ პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე, არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს - დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელს უნდა მოსამართლეები თავად “დაგვინიშნონ, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენს მართლმსაჯულებაში, რის უფლებასაც მას საქართველოს ხელისუფლება არ მისცემს.
„მოსახლეობამ ზუსტად რომ გაიაზროს, რა არის ბრიუსელის მოთხოვნა. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით დაინიშნონ. 1. ეს ჩვენ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 2. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, სისხლით და ბრძოლით იმიტომ არ გამოვედით, რომ ახლა ბრიუსელიდან რომელიმე ბიუროკრატმა დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს.
მინდა ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს ჰერჩინსკისთვისაც და კიდევ არაერთისთვის ბრიუსელიდან არაერთხელ მითქვამს, ინგლისურად თუ ვერ გაიგეს, ქართულს კი სწავლობენ ნელ-ნელა და იქნებ ქართულად გაიგონ:სანამ პირადად მე ვარ პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე, არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს. ეს თუ არ მოსწონთ გასაგებია, გავიგეთ რომ არ მოსწონთ, სასამართლოზე კონტროლის მოპოვება და მოსამართლეების თავად დანიშვნა უნდათ. მათი გემოვნება რაც არის ვიცით, მათ დაქირავებული “ენჯეოების” სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებულ ე.წ ანგარიშებსა და დასკვნებს გადახედეთ და მიხვდებით, მათი გემოვნება რაც არის. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი, ეკა გიგაურია ჰერჩინსკის გემოვნება. ის ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს “ღობის საქმეს” ეძახის. ესაა მისი გემოვნება. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ბატონმა ჰერჩინსკიმ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ჩვენ დამოუკიდებლობას არ დავთმობთ. გავიგეთ და გასაგებია, რომ მათ ეს არ მოსწონთ, მაგრამ რატომ ჩხუბობს? გასაგებია, რომ მათ უნდათ მოსამართლეები თავად დაგვინიშნონ, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენ მართლმსაჯულებაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივცემთ მათ ამის უფლებას. დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მოსახლეობამ ზუსტად რომ გაიაზროს, რა არის ბრიუსელის მოთხოვნა. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოში მოსამართლეები უცხოელების გადამწყვეტი სიტყვით დაინიშნონ. 1. ეს ჩვენ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 2. ეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია და საბჭოთა კავშირიდან, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, სისხლით და ბრძოლით იმიტომ არ გამოვედით, რომ ახლა ბრიუსელიდან რომელიმე ბიუროკრატმა დამოუკიდებლობა შეგვიზღუდოს. მინდა ერთხელ და ხაზგასმით ვთქვა, ეს ჰერჩინსკისთვისაც და კიდევ არაერთისთვის ბრიუსელიდან არაერთხელ მითქვამს, ინგლისურად თუ ვერ გაიგეს, ქართულს კი სწავლობენ ნელ-ნელა და იქნებ ქართულად გაიგონ:სანამ პირადად მე ვარ პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე, არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს კონსტიტუცია და მოსამართლე უცხოელმა დანიშნოს. ეს თუ არ მოსწონთ გასაგებია, გავიგეთ რომ არ მოსწონთ, სასამართლოზე კონტროლის მოპოვება და მოსამართლეების თავად დანიშვნა უნდათ. მათი გემოვნება რაც არის ვიცით, მათ დაქირავებული “ენჯეოების” სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებულ ე.წ ანგარიშებსა და დასკვნებს გადახედეთ და მიხვდებით, მათი გემოვნება რაც არის. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი, ეკა გიგაურია ჰერჩინსკის გემოვნება. ის ეკა გიგაური, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს “ღობის საქმეს” ეძახის. ესაა მისი გემოვნება. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ბატონმა ჰერჩინსკიმ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ჩვენ დამოუკიდებლობას არ დავთმობთ. გავიგეთ და გასაგებია, რომ მათ ეს არ მოსწონთ, მაგრამ რატომ ჩხუბობს? გასაგებია, რომ მათ უნდათ მოსამართლეები თავად დაგვინიშნონ, შეგვიზღუდონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩაერიონ ჩვენ მართლმსაჯულებაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივცემთ მათ ამის უფლებას. დაისვენონ თვითონაც და დაგვასვენონ ჩვენც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…