პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი პოლონეთის სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკაში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატია ევროპელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისგან არ ესწავლება.

პაპუაშვილი: დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი პოლონეთის სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკაში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია
იმედინიუსი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღია მხილების ეს მცდელობები შევაჩერეთ, დღემდე ვხედავთ თუნდაც მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევის მცდელობას, მათ შორის გუშინ პაველ ჰერჩინსკის მხრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ მიიტაცონ საქართველოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება.

„თქვენ გახსოვთ კელი დეგნანის ელჩობის დროს, საერთო სასამართლოების მოსამართლე რომ დაიბარეს და მოსთხოვეს პასუხი, თუ არ ვცდები, გვარამიას საქმეზე. ამას ბედავდნენ დიპლომატები. წარმოიდგინეთ საქართველოს ელჩი აშშ-ში რომ მივიდეს და უთხრას, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღეო, იმავე საღამოს პირდაპირი რეისით გამოუშვებენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ჩვენ არავისგან არ გვესწავლება დემოკრატია. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში - ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია და რომლის მიმართაც ბრალდებები არსებობს იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? ყველამ თავის ისტორიას გადახედოს. სად იყო გერმანია 80 წლის წინ, სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებს და ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სადაც დანიის ხელისუფლებამ (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზეა საუბარი) საკუთარი, (ვგულისხმობ გრენლანდიას) ქალი მოსახლეობის ნახევარის ფარული და იძულებითი სტერილიზაცია ჩაატარა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ უნდა გვასწავლოს ჩვენ დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - დემოკრატია არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან და მარტა კოსისგან
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – მარტა კოსმა თქვა, მოლდოვა კლასში საუკეთესო მოსწავლეაო, კლასისა და ბაღის დამოკიდებულება თუ აქვთ ქვეყნების მიმართ, მართლა რაღაც ეშლებათ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენ გახსოვთ კელი დეგნანის ელჩობის დროს, საერთო სასამართლოების მოსამართლე რომ დაიბარეს და მოსთხოვეს პასუხი, თუ არ ვცდები, გვარამიას საქმეზე. ამას ბედავდნენ დიპლომატები. წარმოიდგინეთ საქართველოს ელჩი აშშ-ში რომ მივიდეს და უთხრას, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღეო, იმავე საღამოს პირდაპირი რეისით გამოუშვებენ საქართველოში, იმიტომ რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა. ჩვენ არავისგან არ გვესწავლება დემოკრატია. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, რომელსაც ცხოვრების ნახევარი სოციალისტურ სახალხო რესპუბლიკა პოლონეთში აქვს გატარებული, არ გვესწავლება კაია კალასისგან, რომელიც კომუნისტური ნომენკლატურის ელიტურ ოჯახში - ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია გაზრდილი, არ გვესწავლება მარტა კოსისგან, რომელიც სოციალისტური იუგოსლავიის გაზრდილია და რომლის მიმართაც ბრალდებები არსებობს იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? ყველამ თავის ისტორიას გადახედოს. სად იყო გერმანია 80 წლის წინ, სად იყვნენ სკანდინავიური ქვეყნები, შვედეთი, დანია, რომლებიც საკუთარ მოსახლეობაზე ევგენისტურ ტესტებს და ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სადაც დანიის ხელისუფლებამ (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდზეა საუბარი) საკუთარი, (ვგულისხმობ გრენლანდიას) ქალი მოსახლეობის ნახევარის ფარული და იძულებითი სტერილიზაცია ჩაატარა“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები