პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ

ქართული ოცნება

კაია კალასის განცხადებით, იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს, ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ ემხრობოდა, თუმცა საკითხზე დისკუსია გრძელდება და იანვარში ფართოდ განიხილება.

კაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ
პირველი არხი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

კალასის თქმით, იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსთან დაკავშირებით უფრო ძირეული განხილვა იქნება.

„გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. როგორც ორივემ ვთქვით შესავალ სიტყვაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან უფრო ძირეული განხილვა გვექნება საქართველოსთან დაკავშირებით, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.

საქართველოს მთავრობა ამჟამად ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა დემოკრატიული უკუსვლის საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან, ძალიან ნათელია. ვგულისხმობ, რომ გადადგმული ნაბიჯები სწორი მიმართულებით არ მიდის. ახლა, განვიხილავთ თუ არა რაიმე რეაგირებას ამ ეტაპზე? ნაადრევია ამის თქმა. როგორც ვთქვი, იანვარში უფრო ღრმად განვიხილავთ საქართველოს საკითხს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ისე, რომ ნათლად მივუთითოთ – ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს და არ ვაქცევთ ზურგს იმ ქართველ ხალხს, რომელსაც რეალურად სურს, რომ ასევე იყოს ევროკავშირის ნაწილი. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას მივაწოდოთ მკაფიო გზავნილები, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ტიპის პოლიტიკას“, – განაცხადა კალასმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციები კვლავ დადგეს დღის წესრიგში და ევროკომისიამ ამაზე კონსენსუსი მიაღწიოს, კალასმა აღნიშნა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში საკითხი ფართოდ განიხილება.

„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. დიახ, ეს სიმართლე იყო, ამ ეტაპზე ყველა არ უჭერდა მხარს. გარკვეული წევრი სახელმწიფოები ამის წინააღმდეგი იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას ძალიან ნათლად მივცეთ სიგნალი, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ყველაფერი განიხილება“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს დემოკრატიას, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება, გაწევრიანების პროცესი განახლდეს.

„ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, შემდეგ კი გაწევრიანების პროცესი, შესაძლებელი იქნება განახლდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისევ ამ გზაზე იყოს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიიანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე - განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები
  4. TV პირველიოპოზიციური"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოს ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. დიახ, ეს სიმართლე იყო, ამ ეტაპზე ყველა არ უჭერდა მხარს. გარკვეული წევრი სახელმწიფოები ამის წინააღმდეგი იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას ძალიან ნათლად მივცეთ სიგნალი, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ ეტაპზე, ყველაფერი განიხილება“
„ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, შემდეგ კი გაწევრიანების პროცესი, შესაძლებელი იქნება განახლდეს. ჩვენ ვაცნობიერებთ და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისევ ამ გზაზე იყოს“
მარტა კოსი
„გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. როგორც ორივემ ვთქვით შესავალ სიტყვაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან უფრო ძირეული განხილვა გვექნება საქართველოსთან დაკავშირებით, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს მთავრობა ამჟამად ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა დემოკრატიული უკუსვლის საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან, ძალიან ნათელია. ვგულისხმობ, რომ გადადგმული ნაბიჯები სწორი მიმართულებით არ მიდის. ახლა, განვიხილავთ თუ არა რაიმე რეაგირებას ამ ეტაპზე? ნაადრევია ამის თქმა. როგორც ვთქვი, იანვარში უფრო ღრმად განვიხილავთ საქართველოს საკითხს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ისე, რომ ნათლად მივუთითოთ – ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ მისწრაფებებს და არ ვაქცევთ ზურგს იმ ქართველ ხალხს, რომელსაც რეალურად სურს, რომ ასევე იყოს ევროკავშირის ნაწილი. თუმცა, ამავე დროს, მთავრობას მივაწოდოთ მკაფიო გზავნილები, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ ტიპის პოლიტიკას“
კაია კალასი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები