მსოფლიო · 25 ნოემბერი, 00:43
თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ესქიშეჰირის პროვინციაში AS-532-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ესქიშეჰირის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა.
უწყების ცნობით, AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…