ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - კალასი

ქართული ოცნება

კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, ხოლო ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, რის გამოც საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.

საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - კალასი
საქართველოსადმი ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით - კალასიTV პირველი

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, ხოლო "ქართული ოცნება" ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის და აღნიშნულ საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება. აკრძალვის საფრთხის წინაშე უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას, ხოლო უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს.

ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა, "ქართული ოცნება" მათ ამას სისტემატურად ართმევს. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის და არც ევროპის სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით." – თქვა კალასმა.

კალასმა განცხადება ლუქსემბურგში, EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხიც განიხილეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება. აკრძალვის საფრთხის წინაშე უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას, ხოლო უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, თუმცა, "ქართული ოცნება" მათ ამას სისტემატურად ართმევს. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის და არც ევროპის სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით.“
„მათ ამას სისტემატურად ართმევს. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის და არც ევროპის სტრატეგიული ინტერესების სრულად გატარების საშუალებას გვაძლევს. ამ საკითხს იანვარში დავუბრუნდებით.“
კაია კალასი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?