პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება

კაია კალასის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა, თუმცა შესაძლო საპასუხო ზომებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და საქართველოზე საფუძვლიანი განხილვა იანვარში გაიმართება.

"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
TV პირველი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ამბობს, რომ საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება.

როგორც კალასი ამბობს, იანვარში ევროკავშირი მეტად უნდა ჩაუღრმავდეს საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს.

ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას კალასმა ხაზგასმით თქვა, რომ "ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა".

მისი თქმით, არ ხდება "ოცნების" მხრიდან ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა.

განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია - განაცხადა კალასმა

გვექნება უფრო საფუძვლიანი დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებთან იანვარში, იმასთან დაკავშირებით, თუ უკეთესად, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და მათ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“.- განაცხადა კალასმა.

ასევე ნახეთ:

რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიიანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე - განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები
  4. პირველი არხისამთავრობოკაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოს ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები