საქართველოს ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
კაია კალასის განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას, ხოლო ევროკავშირის საბჭო იმ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, ვინც მომიტინგეებზე იძალადა.

„დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას“, — განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას.
კალასის თანახმად, ევროკავშირის საბჭო „ქართული ოცნების“ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, რაზეც ერთსულოვნება არაა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.
„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. დიახ, სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე — თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი… რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ მომენტისთვის ყველაფერი მაგიდაზე დევს“, — განაცხადა კალასმა.
კალასის თქმით, ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისე რეაგირება, რომ ქართველ ხალხს ზურგი არ აქციონ, მთავრობას კი მკაფიო გზავნილი გადასცენ.
გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გასული წლის განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით.
„ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და ხელახლა დაადასტურებს ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი. ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი უცვლელი რჩება. ჩვენ ვიცით და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვსურს, დავინახოთ საქართველო ისევ ამ გზაზე“, — განაცხადა მარტა კოსმა.
ევროკომისიამ 4 ნოემბერს გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.
რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაიანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი
კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე - განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს
კალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები
"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
კაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ
ციტატები სტატიიდან
„დემოკრატიული უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, საქართველო ევროკავშირთან დაპირისპირების გზას ადგას“
„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. დიახ, სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე — თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი… რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ, ამ მომენტისთვის ყველაფერი მაგიდაზე დევს“
„ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და ხელახლა დაადასტურებს ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი. ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი უცვლელი რჩება. ჩვენ ვიცით და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების დიდ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვსურს, დავინახოთ საქართველო ისევ ამ გზაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…