"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, ხოლო ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომა ცვლილებებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, რის გამოც საკითხს იანვარში დაუბრუნდებიან.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოსადმი ევროკავშირის წარმომადგენლების მიდგომა ცვლილებებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამიტომ ამ თემაზე საუბარს იანვარში დაუბრუნდებიან.
“საქართველოს რაც შეეხება, იქ დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და “უცხოური აგენტების კანონი” სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს.
ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ ამას “ქართული ოცნება” სისტემატურად ართმევას მათ.
ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით”, - განაცხადა კალასმა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს რაც შეეხება, იქ დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და “უცხოური აგენტების კანონი” სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ ამას “ქართული ოცნება” სისტემატურად ართმევას მათ. ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.