კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე - განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს
კაია კალასის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა და პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ქართველ ხალხს ზურგს არ აქცევს და საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხს იანვარში ჩაუღრმავდებიან.

მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, მაგრამ ამავდროულად ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე.
„პროცესი შეჩერებულია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს. გვექნება უფრო საფუძვლიანი დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებთან იანვარში, იმასთან დაკავშირებით, თუ უკეთესად, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და მათ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“.- განაცხადა კალასმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაიანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი
კალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები
"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
კაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ
ციტატები სტატიიდან
„პროცესი შეჩერებულია, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ არჩევანს. გვექნება უფრო საფუძვლიანი დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებთან იანვარში, იმასთან დაკავშირებით, თუ უკეთესად, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და მათ მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე, დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ეს ძალიან ცხადია. ვგულისხმობ, რომ არ ხდება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადადგმა. განვიხილავთ, თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე სახის პასუხს? ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, როგორც ვთქვი, მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. არსებობს განსხვავებული შეხედულებები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს საქართველოს ევროკავშირის წევრად ხილვა, მაგრამ, ამავდროულად, ეს მკაფიო გზავნილი იყოს ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ მსგავსი სახის პოლიტიკას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…