კალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებები
კაია კალასის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას და ქვეყნის საკითხს იანვარში სიღრმისეულად განიხილავენ. ევროკომისიის გაფართოების ახალ კრიტიკულ ანგარიშს კი თბილისში არარეალისტური და მიკერძოებული უწოდეს.

„იანვარში, [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, განვიხილავთ საქართველოს საკითხს – თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ დავუჭიროთ მხარი ხალხსა და მათ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა 4 ნოემბერს კაია კალასმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად.
მან გაიმეორა, რომ „ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, რაც დემოკრატიული პროცესების უკუსვლით არის განპირობებული“ და „აშკარაა, რომ სწორი მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება“.
„რაიმეს თქმა ადრეა“ – კალასი
რაც შეეხება დამატებით ზომებზე შეკითხვაზე, კაია კალასმა განაცხადა: „ჯერ ადრეა რაიმეს თქმა“ და სწორედ ამაზე იმსჯელებენ იანვარში. შემდეგ დასძინა:
„არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის მთავარია, ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რითაც მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას და ზურგს არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ამავდროულად, მთავრობასაც მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსგავს პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ“.
მან ასევე თქვა, რომ „ამ მომენტში მაგიდაზე ყველაფერი დევს“.
ბრიუსელში ამავე პრესკონფერენციაზე გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კი განაცხადა:
„ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა ხელისუფლებას კურსის შეცვლა მოუწევს… ჩვენ ვიცით – და ეს იმედს გვაძლევს, – რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ჩვენ კი გვსურს, ვიხილოთ საქართველო, რომელიც კვლავ ამ გზას დაადგება“.
გაფართოების ახალი ანგარიში და საქართველო
მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ - სადაც საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:
ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.
გამოხმაურებები თბილისში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს“.
„ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო“, - თქვა მან.
დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშზე საუბრისას თქვა:
„იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაიანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი
კაია კალასი - საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე - განვიხილავთ თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პასუხს?- მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს იანვარში - ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ ქართველ ხალხს
"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნება
კაია კალასი – მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყველა არ უჭერდა მხარს, დისკუსია მიმდინარეობს და იანვარში ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრებთ
საქართველოს ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზეა — კალასი
ციტატები სტატიიდან
„იანვარში, [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, განვიხილავთ საქართველოს საკითხს – თუ როგორ შეიძლება საუკეთესოდ დავუჭიროთ მხარი ხალხსა და მათ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ“
„ამჟამად საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, რაც დემოკრატიული პროცესების უკუსვლით არის განპირობებული“
„აშკარაა, რომ სწორი მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება“
„ჯერ ადრეა რაიმეს თქმა“
„არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის მთავარია, ისეთი რეაგირება მოვახდინოთ, რითაც მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას და ზურგს არ ვაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ამავდროულად, მთავრობასაც მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ მსგავს პოლიტიკას მხარს არ ვუჭერთ“
„ამ მომენტში მაგიდაზე ყველაფერი დევს“
„ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა ხელისუფლებას კურსის შეცვლა მოუწევს… ჩვენ ვიცით – და ეს იმედს გვაძლევს, – რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული მომავალი სურს. ჩვენ კი გვსურს, ვიხილოთ საქართველო, რომელიც კვლავ ამ გზას დაადგება“
„ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს“
„ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო“
„იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან, არც ტექნიკურ დონეზე, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკეთონ სწორი ანალიზი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…