პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას

კაია კალასის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესაძლო სანქციებზე ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება. მისი თქმით, საკითხზე იანვარში უფრო ღრმა მსჯელობა გაიმართება, რათა მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს მთავრობას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ფონზე.

კალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას
TV პირველი

"განიხილავთ თუ არა საქართველოს მიმართ დამატებითი ზომების მიღებას? მაგალითად, სავიზო შეზღუდვების გაფართოებას, რომელთა მოქმედების ვადაც მარტში იწურება, ან საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სხვა შესაძლო სანქციების დაწესებას?" - ეს კითხვა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს ევრონიუსის ჟურნალისტმა დაუსვა.

როგროც კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ "ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება".

დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა. ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება.

ახლა, რაიმე რეაგირების განხილვისთვის ჯერ ადრეა, როგორც ვთქვი, იანვარში გვექნება უფრო ღრმა მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებით. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შევმუშაოთ რეაგირება ისე, რომ მკაფიოდ ვაჩვენოთ: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებებს და ზურგს არ ვუქცევთ ქართველ ხალხს, რომელთაც რეალურად სურთ, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამავდროულად, მკაფიო გზავნილები გავუგზავნოთ მთავრობას, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამგვარ პოლიტიკას", - განაცხადა კაია კალასმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიიმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
  3. იმედინიუსისამთავრობოკაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განიხილავთ თუ არა საქართველოს მიმართ დამატებითი ზომების მიღებას? მაგალითად, სავიზო შეზღუდვების გაფართოებას, რომელთა მოქმედების ვადაც მარტში იწურება, ან საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სხვა შესაძლო სანქციების დაწესებას?“
„ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კალასი: საქართველოზე იანვარში ვიმსჯელებთ სიღრმისეულად, არის განსხვავებული მოსაზრებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები