პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი

ქართული ოცნება

ევროკავშირის საბჭოში „ქართული ოცნების“ იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებმაც მომიტინგეებზე იძალადეს, თუმცა ნაწილის წინააღმდეგობის გამო შეთანხმება ვერ მოხერხდა, – განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა იანვარში უფრო საფუძვლიანად გაგრძელდება.

იმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი
BM.GE

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საბჭო „ქართული ოცნების“ მინისტრების სანქცირებას განიხილავდა, თუმცა შეთანხმება ვერ მოხდა.

"დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. დიახ სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ ამ მომენტისთვის, ყველაფერი მაგიდაზეა", - განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, საქართველოს საკითხს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში განიხილავენ.

"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, როგორც ეს აღვნიშნეთ შესავალ სიტყვაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვექნება უფრო სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ როგორ დავუჭიროთ საუკეთესოდ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ", - თქვა კალასმა.

დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გაგრძელდება თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
  2. TV პირველიოპოზიციურიკალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას
  3. იმედინიუსისამთავრობოკაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრების სანქცირებას, რომლებმაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. დიახ სიმართლეა, რომ ამ მომენტისთვის არ გვყავს ყველა ჩართული, ზოგიერთი წევრი ქვეყანა ამის წინააღმდეგი იყო. დისკუსიები მიმდინარეობს და იანვარში გვექნება უფრო საფუძვლიანი მსჯელობა ამ საკითხზე თუ როგორ უნდა მივუდგეთ მას, რამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დიდი ეფექტი რომ ძალიან ნათლად მივანიშნოთ მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა. ასე რომ ამ მომენტისთვის, ყველაფერი მაგიდაზეა“
„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, როგორც ეს აღვნიშნეთ შესავალ სიტყვაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვექნება უფრო სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ როგორ დავუჭიროთ საუკეთესოდ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები