პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება

კაია კალასის განცხადებით, საქართველოს საკითხზე დისკუსიები გრძელდება და ევროკავშირი იანვარში სიღრმისეულად განიხილავს სანქციების საკითხს, რა დროსაც ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება.

კაია კალასი სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე - დისკუსიები გრძელდება - ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება
ინტერპრესნიუსი

დისკუსიები გრძელდება და საქართველოს საკითხს იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა 2026 წლის გაფართოების პაკეტის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაია კალასმა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა ვარიანტი განიხილება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინა დისკუსიას, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ეხებოდა, ყველა სახელმწიფო მხარს არ უჭრდა, თუმცა დისკუსიები გრძელდება.

„დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა. ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, თუ როგორ მივუდგეთ მას და რას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს სწორი გზა არ არის“, - განაცხადა კაია კალასმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურიიმ მინისტრების სანქცირება განიხილებოდა, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობდნენ - კალასი
  2. TV პირველიოპოზიციურიკალასი პასუხობს კითხვას, განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას
  3. იმედინიუსისამთავრობოკაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დისკუსია იმ მინისტრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მართალია, რომ იმ მომენტისთვის ყველა წევრი სახელმწიფო ამ ინიციატივას მხარს არ უჭერდა. ზოგიერთი წევრი ამას ეწინააღმდეგებოდა. რა თქმა უნდა, დისკუსიები გრძელდება და იანვარში სიღრმისეულად განვიხილავთ ამ საკითხს, თუ როგორ მივუდგეთ მას და რას შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დიდი ეფექტი. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია აღნიშვნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ეს სწორი გზა არ არის“
კაია კალასმა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ოცნება" ამჟამად ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა - კალასის თქმით, საქართველოზე უფრო არსებითი განხილვა იანვარში იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები