"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის" - თემურ მღებრიშვილი
ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძრის კერა ლიფტის შახტა იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილები. ამ დროისთვის, დამატებით მიმდინარეობს შენობის კიდევ ერთხელ გადამოწმება. მთელ შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში," - ამბობს თემურ მღებრიშვილი.
შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - 15 გზაშია
„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ
- ბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა (ვიდეო)
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
ციტატები სტატიიდან
„ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან გამოყვანილები. ამ დროისთვის, დამატებით მიმდინარეობს შენობის კიდევ ერთხელ გადამოწმება. მთელ შენობაში იყო გავრცელებული ხანძრის კერა შახტაში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…