პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ მაუწყებლობა დროებით შეწყდა. მე-17 სართულზე მყოფი ჟურნალისტების ევაკუაცია მაშველებმა განახორციელეს; შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
რუსთავი 2

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ტელეკომპანიის თანამშრომლები ამ დროს შენობის მე-17-ე სართულზე იმყოფებოდნენ და ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ჟურნალისტების ევაკუაცია ეტაპობრივად, მაშველების დახმარებით განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დროებით შეწყდა "ფორმულას" მაუწყებლობა. ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტმა სახანძრო მანქანამ და ათეულობით მეხანძრემ იმუშავა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიშენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
  4. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - 15 გზაშია
  5. ბათუმელებიოპოზიციური„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ
  6. NEWS.GEბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა (ვიდეო)
  7. რუსთავი 2სამთავრობო"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის" - თემურ მღებრიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"დელისის" ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია - ბოლო ცნობები ადგილიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები