ფორმულას ჟურნალისტი: ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ
ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, ნიუსრუმში კი 22 თანამშრომელი რჩება, რომლებსაც მაშველებმა ადგილზე დარჩენა ურჩიეს.

ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა სოფო ვარდიაშვილმა TV პირველს განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა მათ ნიუსრუმში დარჩენა სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლებმა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.
„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - "პირველების" ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ წუთებში 15-მდე ჯგუფი მიემართება.
შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ტელეწამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ თქვა, რომ დაკვამლიანების გამო მაუწყებლობა დროებით ჩერდება.
ტელეკომოანის თანამშრომელთა ნაწილი ამ დრომდე ნიუსრუმში რჩება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაფორმულას ჟურნალისტი - ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ - ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობს
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ხორციელდება
„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს
ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- ნინო ნადირაძე: ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა, აალდნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…