პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო მაუწყებლობა შეწყდა — მე-17 სართულზე ჩარჩენილი 22 თანამშრომელი ძლიერი დაკვამლიანების გამო შენობას ვერ ტოვებს.

შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
ნეტგაზეთი

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.

„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.

„საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, რომელშიც „ფორმულა“ მდებარეობს. თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული და ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.

„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ მე-17 სართულზე თავმოყრილი, ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, – დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში, ეთერიდან გასვლის შემდეგ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სახანძროები ადგილზე იმყოფებიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
  3. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - 15 გზაშია
  4. ბათუმელებიოპოზიციური„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ
  5. NEWS.GEბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა (ვიდეო)
  6. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“
ირაკლი კიკნაველიძე
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ მე-17 სართულზე თავმოყრილი, ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგამ ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“
ირაკლი კიკნაველიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები