ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებულები არ არიან
ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, შენობიდან მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოიყვანეს და არავინ დაშავებულა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.

ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი ლიკვიდირებულია და შენობა ყველამ უვნებლად დატოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ხანძარს 25 სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და 150-მდე მაშველი აქრობდა.
"ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ. არავინ დაშავებულა. ამ ეტაპისთვის შენობის დამატებითი გადამოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ის ვერ აკონკრეტებს რომელ სართულზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა აღნიშნავს, რომ კერა დაბალ სართულებზე იყო. თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ ცეცხლი შახტით გავრცელდა.
ბიზნესცენტრ "დელისში" ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა, რის გამოც ტელეკომპანია "ფორმულას" მაუწყებლობა შეწყდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე მაშველი. მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ. არავინ დაშავებულა. ამ ეტაპისთვის შენობის დამატებითი გადამოწმება მიმდინარეობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…