ბიზნეს-ცენტრის შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს
ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ყველა ადამიანი გამოყვანილია, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობიდან, სადაც ხანძარი იყო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები გამოიყვანეს.
ბიზნეს-ცენტრ „დელისის“ შენობაში, სადაც „ფორმულა“ არის განთავსებული, ცეცხლი დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა. ამის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
დაკვამლიანების გამო „ფორმულას“ თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. მათ შენობიდან გამოსვლაში მეხანძრეები დაეხმარნენ.
როგორც ნეტგაზეთს საგანგენო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ბიზნეს-ცენტრის შენობიდან ყველა ადამიანი გამოყვანილია.
საგანგებო სიტუიაცების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია“ფორმულას” შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა
შენობაში ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია
"დელისის" ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია - ბოლო ცნობები ადგილიდან
“დელისის” ბიზნეს ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია – დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…