„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ
შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გაჩნდა და მაუწყებლობა შეწყდა; დაკვამლიანების გამო თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ.

დღეს, 4 ნოემბერს, შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა.
„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ შენობაში დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგან ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“, – დაწერა ირაკლი კიკნაველიძემ სოციალურ ქსელში, ეთერიდან გასვლის შემდეგ.
ხანძარი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, რომელშიც „ფორმულა“ მდებარეობს. თავად „ფორმულა“ აღნიშნული შენობის მე-17 და მე-18 სართულზეა განთავსებული და ამჟამად ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.
ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ისმის, როგორც ეუბნება მეხანძრე ტელეკომპანიის თანამშრომლებს, რომ ჯერჯერობით უსაფრთხოდ არიან.
ინფორმაცია განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
შენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - 15 გზაშია
- ბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა (ვიდეო)
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია
"ხანძარი ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის" - თემურ მღებრიშვილი
ციტატები სტატიიდან
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას. 22 ადამიანი ვართ 17-ე სართულზე თავმოყრილი ერთად ნიუსრუმში. მეხანძრეები მოვიდნენ და გვითხრეს რომ ჯერ ვერ გაგვიყვანენ, რადგან ძლიერი კვამლია ქვედა სართულებზე. ველოდებით დამატებით ძალებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…