პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ტელეწამყვან ნინო ჟიჟილაშვილის ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო გუნდის ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.

ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია - ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკვამლიანების გამო, თანამშრომლების ნაწილი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს
ინტერპრესნიუსი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია.

აღნიშნულის გამო, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.

ასევე, „ფორმულას” ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი შესაბამის უწყებებს დახმარებას თხოვს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი „გუნდის ნაწილი დაკვამლიანების გამო შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს”.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო დანაყოფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია "ფორმულას" ოფისია განთავსებული, ხანძარია
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიშენობაში, სადაც „ფორმულაა“, ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწდა
  3. TV პირველიოპოზიციურიბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, 9 სახანძრო მანქანა მუშაობს - 15 გზაშია
  4. ბათუმელებიოპოზიციური„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენ
  5. NEWS.GEბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანებაა (ვიდეო)
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში, ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკა მუშაობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები