პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო მათი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული“
POSTV

„მინდა, მივესალმო საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და მის დელეგაციას აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველო აზერბაიჯანისთვის ახლო მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხალხებს შორის ურთიერთობები ძალიან ძლიერია. აქ მართლაც ახლო მეზობლური, მეგობრული ურთიერთობებია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზეა დამყარებული. ეს ახლაც გრძელდება დადებითი ტენდენციით“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ისაუბრა იმ თემებზე, რომლებზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დონეზე და ფორმატში არსებული თანამშრომლობა.

„დღეს ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ფართო მასშტაბით ჩატარებული ღონისძიების განმავლობაში ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ღრმად განვიხილეთ ჩვენი საერთო სახლში – სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია, რეალობა და პროცესები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კონტექსტში მიმდინარე პროცესები.

ასევე ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ფართო დღის წესრიგი არსებობს, ყველაზე მაღალ დონეზეა პოლიტიკური დიალოგი. გვაქვს ძალიან სერიოზული დინამიკა. მაგალითად, ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 2026 წლის აპრილში; ასევე მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ვიზიტი; გასულ თვეში საქართველოს ქალაქ სიღნაღში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით მთავრობათა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა.

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საკმაოდ ინტენსიური და რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს. მე ჩემს ძვირფას კოლეგასთან მრავალი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ოფიციალური და არაოფიციალური განხილვა გვაქვს ხოლმე. მიმდინარე წლის იანვარში ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა. ეს პროცესები რეგულარულად მიმდინარეობს.

პარლამენტებს შორის ხელშეკრულებებიც თავისი ინტენსიურობით გამოირჩევა – როგორც მეგობრობის ჯგუფის წევრები არიან აქტიურები, ამავდროულად, ჩვენი პარლამენტების ხელმძღვანელებიც მუდმივ კომუნიკაციაში არიან”, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი: „ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები