ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ – მათ ბრალდება აღიარეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნოემბერში დატოვებენ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენპირველი არხი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ დღეს დაამტკიცა.

მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკვია წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არიან ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზოდელავა და ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია – 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი – 16 ნოემბერს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
  3. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
  4. ფორმულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციური4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  8. TV პირველიოპოზიციურისაპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  10. იმედინიუსისამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
  11. რუსთავი 2სამთავრობო5 მსჯავრდებულიდან სამმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მოგვმართა, მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ იმაზე ნაკლები რეალური სასჯელი განესაზღვრებათ, ვიდრე მისჯილი აქვთ - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი როინ ხინთიბაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები