პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის პლენარულ სხდომა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით მისული სუს-ის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, დაიხურა

საქართველოს პარლამენტისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სუს-ის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, დაიხურა. სხდომის დახურვის საკითხი ალექსანდრე ტაბატაძემ დასვა და მიზეზად საიდუმლოების დაცვის საჭიროება დაასახელა.

პარლამენტის პლენარულ სხდომა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით მისული სუს-ის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, დაიხურა
ინტერპრესნიუსი

პარლამენტის პლენარულ სხდომა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს, დაიხურა.

პლენარული სხდომის დახურვის საკითხი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ დასვა. ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვა საიდუმლოების დაცვას საჭიროებს და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, პლენარული სხდომა შეკითხვების დასმის ეტაპიდან ანგარიშის განხილვის დასრულებამდე დახურული იყოს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრს, კომიტეტს, ფრაქციას შეუძლია დასვას პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ ხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, თამაზ ბორაშვილს მოუსმენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები