პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა დამნაშავე ჩინოვნიკების დასჯის მოთხოვნით აქცია გამართეს მას შემდეგ, რაც ველის სასაფლაოზე ძაღლების ნეშტების დამარხვის კადრები გავრცელდა. მერიის მონიტორინგის სააგენტო ბრალდებებს უარყოფს, შსს-მ კი გამოძიება დაიწყო.

"ვითხოვთ პასუხებს" - მთავრობის კანცელარიასთან ცხოველთა დამცველების საპროტესტო აქცია გაიმართა
რადიო თავისუფლება

"ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები" - ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართა.

მათი პროტესტი მოჰყვა 31 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე ღამით ძაღლების ნეშტებს მარხავენ სპეციალურად მოწყობილ ორმოში.

მასალის გავრცელების შემდეგ ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია გამოაქვეყნეს და საქართველოს პროკურატურას ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველთა სამარხებზე გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებასა, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

პეტიციის ავტორები მიუთითებენ მოქალაქეთა მონათხრობებზეც ქვეყნის მასშტაბით ძაღლების საეჭვო გაუჩინარების შესახებ. მათი თქმით, სატელევიზიო კადრებში ისმის კომენტარი, რომ ერთ-ერთი ძაღლის ნეშტი ჯერ კიდევ თბილი იყო.

„ეს გარემოება თავისთავად არ ადასტურებს სიკვდილის მიზეზს, თუმცა აჩენს სერიოზულ კითხვებს ცხოველების სიკვდილის გარემოებებისა და ევთანაზიის პროცედურების კანონიერებისა და ჰუმანურობის შესახებ“, -ნათქვამია პეტიციაში.

ცხოველთა უფლებადამცველები პროკურატურისგან მოითხოვენ სამარხის დათვალიერებას, ნეშტების ამოღებასა და დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები და სავარაუდო დრო.

ისინი ასევე ითხოვენ ნეშტებზე მიკროჩიპებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას, დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებებთან მონაცემების შედარებას და თითოეული ცხოველის სიკვდილის ან ევთანაზიის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლას.

პეტიციის კიდევ ერთი მოთხოვნაა ევთანაზიისთვის გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვისა და ცხოველთა სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკის შემოწმება.

უფლებადამცველები მოითხოვენ, გამოძიებამ შეისწავლოს ცხოველთა მიმართ შესაძლო სასტიკი მოპყრობის, ქურდობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ოფიციალური მონაცემების შესაძლო გაყალბების ნიშნები.

„ჩვენ მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, - აცხადებენ პეტიციის ავტორები.

მერია უარყოფს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უარყოფს ბრალდებებს ძაღლების მასობრივი და მიზანმიმართული დახოცვის შესახებ.

სააგენტო გამოეხმაურა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ საგამოძიებო მასალას, რომელშიც ჩანს, როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, ველის სასაფლაოს ტერიტორიაზე მოწყობილ ორმოში.

სააგენტოს განცხადებით, კადრებში ასახულია კანონმდებლობით დაშვებული პროცესი, ხოლო ტერიტორია განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით მომკვდარი ცხოველების ნეშტების დასამარხად.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს განმარტებით, სამარხში მოთავსებულია დაავადებების, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევების შედეგად, ასევე ბუნებრივი მიზეზებით მომკვდარი ძაღლების ნეშტები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  2. ალიაოპოზიციურიშსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიშსს-მ გამოძიება დაიწყო ძაღლების შესაძლო უკანონო დახოცვისა და დამარხვის ფაქტზე
  4. TV პირველიოპოზიციურიცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-მ ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები