პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე

ტვ პირველითბილისის საქალაქო სასამართლო

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა ტელეკომპანიების, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელი შეიტანა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას მტკიცებით, ეს მედიასაშუალებები ივანიშვილების სახელის შესალახად „დიფ სთეითის“ დაკვეთით მუშაობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "TV პირველის" და "ფორმულას" წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელი შეაფასა, რომელიც ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დღეს სასამართლოში შეიტანა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, წლების განმავლობაში, "დიფ სთეითის" და ადგილობრივი აგენტურის დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.

"ორი მედიასაშუალება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე სახელობითად ტექსტში არ მიხსენებია, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელ მედიასაშუალებებზე მქონდა საუბარი... ეს მედიასაშუალებები გვეტყვიან, რომ აქ მედია იზღუდება და იქნება ასეთი, "დიფ სთეითის" მიერ დაკვეთილი უაზრო კვლევები და იარლიყების მიწებება, რაც მე ასევე ვახსენე ბრიფინგის დროს, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცილისწამებას, ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა. ზოგადად, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, ეს არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა "დიფ სთეითის" არაფორმალური მმართველობა და ეს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა მუშაობს და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები, ავტორიტეტები, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები. მაგრამ, აუცილებლად, ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოპასუხე მხარე ორი ტელეკომპანიაა - "TV პირველი" და "ფორმულა".

ადვოკატის განცხადებით, სარჩელი ეხება სიცრუეზე დაფუძნებული ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე მხარე ითხოვს ამ ინფორმაციის უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

ადვოკატის თქმით, ბოლო პერიოდში, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია სინქრონულად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურების მხრიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  2. ფორმულაოპოზიციურიბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
  4. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  5. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  7. ალიაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორი მედიასაშუალება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მე სახელობითად ტექსტში არ მიხსენებია, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომელ მედიასაშუალებებზე მქონდა საუბარი... ეს მედიასაშუალებები გვეტყვიან, რომ აქ მედია იზღუდება და იქნება ასეთი, "დიფ სთეითის" მიერ დაკვეთილი უაზრო კვლევები და იარლიყების მიწებება, რაც მე ასევე ვახსენე ბრიფინგის დროს, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება ცილისწამებას, ჩვენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა. ზოგადად, რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, ეს არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა "დიფ სთეითის" არაფორმალური მმართველობა და ეს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა მუშაობს და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები, ავტორიტეტები, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები. მაგრამ, აუცილებლად, ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში“
ირაკლი კირცხალია
„არაფორმალური მმართველობა და ეს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედიასაშუალება თუ მედიაპლატფორმა მუშაობს და წლების მანძილზე მუშაობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები, ავტორიტეტები, რომლებსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეს არის ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები. მაგრამ, აუცილებლად, ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები