პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ტვ პირველითბილისის საქალაქო სასამართლო

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანიების, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისწამების გამო სარჩელი შეიტანა და გავრცელებული ცნობების უარყოფა მოითხოვა.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ფორმულა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

"ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“.

სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს. სარჩელის დეტალებს უფრო მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას.

ბოლო პერიოდია, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, გარკვეულწილად სინქრონულად და ხმაშეწყობილად, ვრცელდება ციცლისმწაბელური ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიის, პოლიტიკოსისა თუ საჯარო ფიგურის მხრიდან. ამას არანაირად არ აქვს გამართლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს პატივი, ღირსება და რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, პროდიუსიერი, კომპოზიტორი და მას არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ მაინც ვრცელდება დეფამაციური განცხადებები. მოსარჩელის უფლებაა, ამას დაუპირისპირდეს სამართლებრივად. იმ ადამიანებმა, ვინც ცილისმწამებლური განცხადებები შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს, სამოქალაქო სამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ", - თქა ადვოკატმა.

ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ 30 სექტემბერს თქვა.

ივანიშვლმა დაწერა, რომ სიცრუეა, "თითქოს ის "ქოლცენტრებს" მფარველობს" და ცილისწამებაა, რომ "ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
  3. POSTVსამთავრობობერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
  4. რუსთავი 2სამთავრობობერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  6. ალიაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
  8. რუსთავი 2სამთავრობო"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითქოს ის "ქოლცენტრებს" მფარველობს“
„ადამიანებს მისი მითითებით აპატიმრებენ ან უკანონო გარიგებებში მონაწილეობს“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები