პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილის სარჩელი „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ - სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ტვ პირველიტელეიმედი

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და ყალბი სიუჟეტების ეთერშივე უარყოფას ითხოვს, რასაც ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი უწოდეს.

ბერა ივანიშვილის სარჩელი „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ - სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
იმედინიუსი

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის. მიზეზი მის შესახებ ყალბი ამბებით გაჯერებული სიუჟეტებია. ბერა ივანიშვილი სიცრუის უარყოფას მათივე ეთერებიდან ითხოვს. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი გარე მართვაზე მყოფი დესტრუქციული ძალების მთავარი სამიზნეა. მედიას აქვს უფლება, გამოიძიოს და გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ უდიდეს ნაწილს ავიწყდება, რომ ამ უფლებას ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობაც ახლავს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ აღნიშნულ თემაზე მომზადებული საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ წლებია, რადიკალები და მათი მედიები ცდილობენ, საზოგადოება მიაჩვიონ გადაუმოწმებელ და ყალბ ამბებზე აგებულ სკანდალურ რეპორტაჟებს და წაშალონ ყველანაირი ზღვარი სიმართლესა და სიცრუეს შორის, რასაც სამართლებრივი პასუხი სჭირდება.

„სხვა შემთხვევაში, დადგება დრო, როცა ყველა ფეიკ-ამბების ტყვეობაში აღმოვჩნდებით და აღარც მორალი, აღარც სტანდარტი და აღარც ეთიკა იქნება ხარისხი განმსაზღვრელი", - დასძინა ირაკლი ჩიხლაძემ.

სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე - ნახეთ ანუკი გუმბერიძის საავტორო რეპორტაჟი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სხვა შემთხვევაში, დადგება დრო, როცა ყველა ფეიკ-ამბების ტყვეობაში აღმოვჩნდებით და აღარც მორალი, აღარც სტანდარტი და აღარც ეთიკა იქნება ხარისხი განმსაზღვრელი“
ირაკლი ჩიხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები