ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების მუხლით სარჩელი შეიტანა. მისი ადვოკატის, დავით ასათიანის განცხადებით, სიუჟეტებში გაჟღერებული ცნობები სიცრუეა და მოსარჩელე მათ ოფიციალურ უარყოფას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.
„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „ტვ პირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად სინქრონულად, ხმაშეწყობილად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან და ამას არანაირად არ აქვს გამართლება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს, პირველ რიგში, პატივი, ღირსება და მისი რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც სამწუხაროდ ადგილი აქვს ასეთ დიფამაციურ განცხადებებს და მისი უფლებაა, ყველას უფლებაა და ერთადერთი სწორი გზაა მას დაუპირისპირდეს სამოქალაქო სამართლებრივად და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები, აგონ პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი წესით“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ცნობილია რას (არ) ითხოვს ბერა “ფორმულას” და “ტვ პირველს” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით
ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ბერა ივანიშვილის ადვოკატი: არანაირი გამართლება არ აქვს ამ ხმაშეწყობილ კამპანიას - ერთადერთი სწორი გზაა, ამასთან სამართლებრივად დაპირისპირება, რათა ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელმა ადამიანებმა პასუხი აგონ სამოქალაქო სამართლებრივი წესით
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
ბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"
"დიფ სთეითის" დაკვეთით, ეს მედიასაშუალებები ბერა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელის შესალახად მუშაობდნენ, თუმცა საქართველო სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაა და საჭიროა, ყველამ აგოს სამართლებრივი პასუხი - ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის სარჩელზე
ციტატები სტატიიდან
„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „ტვ პირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად სინქრონულად, ხმაშეწყობილად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან და ამას არანაირად არ აქვს გამართლება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს, პირველ რიგში, პატივი, ღირსება და მისი რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც სამწუხაროდ ადგილი აქვს ასეთ დიფამაციურ განცხადებებს და მისი უფლებაა, ყველას უფლებაა და ერთადერთი სწორი გზაა მას დაუპირისპირდეს სამოქალაქო სამართლებრივად და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები, აგონ პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი წესით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…