ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დახურა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ბიზნესმენისგან მიღებული ქრთამიდან 750 000 ლარი ღარიბაშვილს გაუყო.

საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი დახურა.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
ღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
სასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ
ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…